ახალი საკოლექციო მონეტების პრეზენტაცია

საქართველოს ეროვნული ბანკი, განაგრძობს ნუმიზმატური მიმართულების განვითარებას და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით, აგრძელებს მუშაობას საკოლექციო მონეტების სერიაზე "საქართველოს მეფეები".  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ამჯერად საზოგადოებას დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტებს წარუდგენს.