არჩილ მესტვირიშვილი "ბიზნესკონტაქტში"

არჩილ მესტვირიშვილი: "ეროვნული ბანკი ინფლაციის პროგნოზს აქვეყნებს. აგვისტოში გამოქვეყნებული ინფლაციის მიმოხილვაში ნაჩვენები იყო, რომ ინფლაცია მომავალი წლის პირველ კვარტალში პიკს მიაღწევდა და შემდეგ შემცირებას დაიწყებდა. ჩვენ მეორე კვარტლიდან უკვე უნდა დავინახოთ ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება და წლის მეორე ნახევარში, ჩვენი პროგნოზით მიზნობრივ მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს. ამისათის უკვე არსებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საკმარისია. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ პროგნოზიდან რაიმე გადახრა ხდება ან ერთი, ან მეორე მიმართულებით, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ"