ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი
07.02.1957
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლა (ფასიანი ქაღალდების სპეციალობით), იურისპრუდენციის მაგისტრი;
კოლუმბუსის (ოჰაიო, აშშ) იურიდიული სკოლა, იურისპრუდენციის დოქტორი; ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტი (იურიდიული მიმოხილვა, წევრი);
ჩრდილოეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი, ჩეფელ ჰილი (აშშ), ბაკალავრი ეკონომიკის სფეროში, "Grail-Valkyries" - ის სამეცნიერო ხარისხი.
ღირსების ორდენი, საქართველო (2002)
ადვოკატთა კოლეგიის წევრი: აშშ - ს უზენაესი სასამართლო
2016 წლის დეკემბრიდან - 2023 წლის დეკემბრამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.
2008 - დან დღემდე: "Lenzie Fisher Hendry LLC" - ის დირექტორი (საფინანსო სექტორის განვითარების სპეციალისტები);
2018 - დან დღემდე: ტექნიკური გუნდის ლიდერი, კაპიტალის ბაზრების განვითარების 4 მილიონ დოლარად ღირებული 4.5 წლიანი პროექტი, იორდანია;
2010 - 2015 პროექტის კონსულტანტი, აზერბაიჯანი, 13.1 აშშ მილიონ დოლარად ღირებული, 4 წლიანი პროექტი: "კაპიტალის ბაზრების მოდერნიზება";
2006 - 2008 წწ. პროექტის დირექტორი, სომხეთის საფინანსო სექტორის განვითარების 16.7 მილიონ აშშ დოლარად ღირებული 5 წლიანი პროექტი ფოკუსირებული კაპიტალის ბაზრებზე, საბანკო სფეროზე, დაზღვევაზე და საპენსიო რეფორმაზე;
2002 - 2005 წწ. პროექტის დირექტორი, მაკედონიის საფინანსო სექტორის განვითარების 7.5 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების 3-წლიანი პროექტი ფოკუსირებული კაპიტალის ბაზრებზე, ფასიან ქაღალდებზე, საპენსიო და საბუღალტრო სისტემების რეფორმაზე;
2000 - 2002 წწ. საქართველოს ეროვნული ფასიანი ქაღალდების კომისიის თავმჯდომარე;
რობერტ სინგლეტარის მიერ საფინანსო სექტორის განვითარების მიმართულებით შესრულებული სამუშაო მოიცავს 21 ფართომასშტაბიან პროექტს 15 ქვეყანაში: სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი/ჩრდილოეთ აფრიკა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. საკითხები მოიცავს:
რობერტ სინგლეტარის სამუშაო გამოცდილება ამერიკის კერძო სექტორში: აშშ-ს საინვესტიციო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი, საბროკერო ფირმის ფინანსებისა და ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი; ჩიკაგოს სავაჭრო საბჭოს წევრი (ამჟამად საკონტინენტთაშორისო ფიუჩერსების ბირჟა), ნიუ-იორკის სავაჭრო საბჭოს წევრი. მას ჩაბარებული აქვს აშშ-ს ყველა ძირითადი ფასიანი ქაღალდების ინდუსტრიის სალიცენზიო გამოცდები.