ნათელა თურნავა
    ნათელა თურნავა

    ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი

    დაბადების თარიღი

    19.10.1968


    განათლება

    2014 წელს დაამთავრა დიდი ბრიტანეთის კამბრიის საგრაფოს უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით.

    2005-2006 წლებში გაიარა სწავლების სხვადასხვა კურსი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის, ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით.


    1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით.


    1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.


    სამეცნიერო წოდება

    ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი
    ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი

    სამუშაო გამოცდილება

     

    2022 წლის ივნისიდან  -  2029 წლის ივნისამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.
    2019-2022 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
    2018-2019 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
    2013-2018 წწ. "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
    2006-2013 წწ. შპს "ინდუსტრიული ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრი; შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
    2005-2006 წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.
    2005 საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
    2000-2005 წწ.  საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.
    1998-2000 წწ. თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
    1997-2000 წწ. მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში თანმიმდევრულად სახელმწიფო მრჩევლად, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.
    1994-1996 წწ. წამყვანი მეცნიერი საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში. ამავდროულად კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.