კობა გვენეტაძე
    კობა გვენეტაძე

    ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი

    დაბადების თარიღი

    26.12.1971


    განათლება


    2000 წელს დაამთავრა ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი, აშშ. აშშ - ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიატი. მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში.

    1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსების და კრედიტის სპეციალობით, კვალიფიკაცია ეკონომისტი.

     

    სამეცნიერო წოდება:

    მაგისტრი

     

    ჯილდო

    "Global Finance" - მა კობა გვენეტაძე ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის ზედიზედ მეხუთედ დაასახელა  (2018, 2019, 2020, 2021, 2022 წლები).

     
    სამუშაო გამოცდილება

    2016 წლის მარტიდან - 2023 წლის მარტამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი.
    2015 - 2016 წწ. ეკონომიკური მრჩეველი "Galt & Taggart" (სს "საქართველოს ბანკი").
    2002 - 2015 წწ. უფროსი ეკონომისტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF). ვაშინგტონი, აშშ. ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი.
    2001 - 2002 წწ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მთავრობის კანცელარია.
    2000 - 2001 წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ფინანსთა სამინისტრო.
    1999 წელი - ეკონომისტი, სტაჟიორი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ევროპის II დეპარტამენტი.
    1996 - 1998 წწ. ეკონომისტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში.
    1994 - 1996 მთავარი ეკონომისტი, საქართველოს ეროვნული ბანკი.
    1993 - 1994 წწ. ეკონომიკური მიმომხილველი, გაზეთი "ივერია ექსპრესი."

    პუბლიკაციები

     

    • ნავთობით მოპოვებული დოვლათის მართვა: აზერბაიჯანის ქეისი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), 2004, თანაავტორი.
    • ადგილობრივი ფასწარმოქმნა ენერგო პროდუქტებზე ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში: აზერბაიჯანის ქეისი. რჩეული სტატიები. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), 2005, თანაავტორი.
    • ერაყის ნავთობსექტორი: მოვლენები და პერსპექტივები ორმაგი შოკის შემდეგ. რჩეული სტატიები. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), 2015.