ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი
16.09.1972
1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკის სპეციალობით.
2002 წელს დაამთავრა "ტემპლის" (აშშ) უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი.
ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი
2009 წლის დეკემბრიდან - 2023 წლის დეკემბრამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი.
2009 წლის 26 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
2005 - 2009 წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი.
2004 - 2005 წწ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი.
2004/06 - 2004/12 წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური, ფულად-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი.
2002 - 2004 წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის მკვლევარ–ეკონომისტი, შემდეგ მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა განყოფილების უფროსი.
1998 - 2000 წწ. საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წამყვანი სპეციალისტი.