საგადახდო ბარათები საპროცესინგო სისტემები
საქართველოში საბარათე ოპერაციების დამუშავებას უზრუნველყოფენ დამოუკიდებელი და ასევე ბანკის შიდა საპროცესინგო ცენტრები. სს „ჯორჯიან ქარდი“ და სს „გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია“ (UFC) არიან დამოუკიდებელი კომპანიები, რომელთა საქმიანობაში შედის საბარათე ტრანზაქციების დამუშავება, ბარათების პერსონალიზაცია, სავაჭრო ობიექტების ექვაირინგის ქსელის მხარდაჭერა, ბანკომატების ქსელის მხარდაჭერა და მართვა და საგადახდო ბარათებთან დაკავშირებული სხვა სერვისები.
ქვეყანაში ასევე ფუნქციონირებს 2 ბანკის შიდა საპროცესინგო ცენტრი: ლიბერთი ბანკის და ბანკი ქართუს.
აღნიშნული კომპანიები მუდმივად მუშაობენ PCI DSS სტანდარტებთან შესაბამისობაზე. საქართველოში არსებულმა ყველა საპროცესინგო სისტემამ წარმატებით გაიარა სერტიფიცირება და აკმაყოფილებენ მის მიერ განსაზღვრულ უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ბარათების საპროცესინგოთაშორისი გადარიცხვების კლირიგი ხორციელდება ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო საგადახდო სისტემების საკლირინგო ცენტრებში, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება - საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორის ანგარიშსწორების სისტემაში RTGS.
|