მიმდინარე ანგარიში
ეს არის კლიენტის საბანკო ანგარიში, რომელიც იხსნება უვადოდ და გამოიყენება სხვადასხვა საბანკო ოპერაციების საწარმოებლად, როგორიცაა თანხის შეტანა, გატანა, გადარიცხვა, ჩარიცხვა და კონვერტაცია. როგორც წესი, მიმდინარე ანგარიშებზე არ ხდება ბანკის მიერ პროცენტის დარიცხვა, თუმცა, ბანკს შესაძლოა ჰქონდეს ასეთი მომსახურება.
მიმდინარე ანგარიშები იხსნება უვადოდ. ბანკი უფლებამოსილია დახუროს მომხმარებლის მიმდინარე ანგარიშები იმ შემთხვევაში, თუ მათზე არ ფიქსირდება ბრუნვა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში და ბალანსი ნულის ტოლია.
|