სამომხმარებლო სესხი
სამომხმარებლო სესხი არის კრედიტი, რომელსაც იღებთ პირადი მოხმარებისათვის გარკვეული საქონლის ან მომსახურების შესაძენად. სამომხმარებლო სესხით თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის, წვრილმანი საოჯახო ნივთების, ყოველდღიური მოხმარების საგნების, მოგზაურობის და სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. სამოხმარებლო სესხი, როგორც წესი, მოკლევადიანია და, შესაბამისად, ყველაზე ძვირი სხვა სესხებთან შედარებით. საპროცენტო განაკვეთი ძირითადად დამოკიდებულია სესხის ვადაზე, მოცულობასა და თქვენს შემოსავალზე.
|