საბანკო პროდუქტით სარგებლობისას ყურადღებით და დაკვირვებით წაიკითხეთ ხელშეკრულება, რადგან ის წარმოადგენს თქვენსა და ბანკს შორის შეთანხმების იურიდიულ საფუძველს. ხელშეკრულება განსაზღვრავს თქვენი და თქვენი მომსახურე ბანკის უფლება-მოვალეობებს.
ხელშეკრულების თავსართში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ:
• პროდუქტის ვადას - ხელშეკრულების გაფორმებისა და ამოწურვის თარიღებს;
• ბანკის მიერ დადგენილ რა საკომისიოებს იხდით დამატებით (მაგალითად, ანგარიშის მომსახურების, თანხის გატანის, გადარიცხვის და ა.შ.) და რამდენად ცვლიან ისინი ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს;
• სესხით სარგებლობისას, გადახდის გრაფიკს და მისი დარღვევის შემთხვევაში, ბანკის მიერ დაკისრებულ პირგასამტეხლოებს;
• რა საპროცენტო განაკვეთი დაგერიცხებათ ან რა დამატებით საკომისიოს გადაიხდით თუ სადეპოზიტო/სასესხო ხელშეკრულების ვადაზე ადრე დაასრულებთ.
• ხელშეკრულების რომელი პირობის ცალმხრივად ცვლილების უფლება აქვს ბანკს და მსგავს შემთხვევაში, რა გზით მოხდება თქვენი ინფორმირება.
• ემთხვევა თუ არა თავსართში/ხელშეკრულებაში მითითებული საპროცენტო განაკვეთი ბანკის თანამშრომლის და/ან ბანკის სხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას;
|